ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

ქვეყნები, რომლებიც აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობას აღიარებენ, აშშ სანქციებს დაუწესებს

“ნეტგაზეთის” ინფორმაციით, საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია.

ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.

ბიუჯეტის კანონს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი, რომელშიც დაგმობილია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და დაწესებულია აკრძალვა დაფინანსების, ყველა იმ მთავრობის, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.

იტვირთბა....