ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ენმ”-ს წევრი: “ქართული ოცნება” პანთეონშიც “ჩაწყობით” დამარხავს ხალხს”

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი “ნაციონალური მოძრაობიდან” ანი წითლიძე “მეტრონომთან” საუბრისას ზუგდიდში პანთეონის შესაძლო დაარსებაზე აკეთებს კომენტარს და აცხადებს, რომ ეს ხელს პრივილეგირებული მიცვალებულების ყოლას შეუწყობს ხელს.

“პანთეონის დაარსების საკითხი შემოიტანეს საკრებულოში. გვქონდა შენიშვნები და უკან გაიტანეს. ზოგადად, ვერ გავიგეთ თუ რა სარგებელს მოუტანს ზუგდიდს პანთეონის დაარსება. ეს გადაწყვეტილება საერთო საჯარო განხილვის შემდეგ უნდა იქნეს მიღებული. თუმცა, საკითხი დღის წესრიგიდან საბოლოოდ არ მოხსნილა. თუ გავითვალისწინებთ რაც თბილისში პანთეონში დაკრძალვაზე ხდებოდა, ხელს შევუწყობთ ე.წ. პრივილეგირებული მიცვალებულების ყოლას. “ქართული ოცნება” ნეპოტიზმით გამოირჩევა და ამ პანთეონში, ალბათ, დამარხვა ჩაწყობით იქნება. არ მგონია, ეს მუნიციპალიტეტში ყველაზე მნიშვნელოვანი საკითხი იყოს. მაშინ, როდესაც ძალიან ბევრი სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემაა”, – აცხადებს წითლიძე.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის საკრებულოში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ჭითაწყარის სასაფლაოს პანთეონის სტატუსი მინიჭების ინიციატივა გაჟღერდა.

იტვირთბა....