ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

23 მარტს, თბილისის 8 რაიონში ელექტრომომარაგება შეიზღუდება

კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის რვა რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონში, პეტრიწის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება.
ასევე 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ცინცაძისა და საბურთალოს ქუჩებს. 11 საათიდან 16 საათამდე შეზღუდვა შეეხება ჯიქიას ქუჩის მცხოვრებლებსაც.
ისნის რაიონის აბონენტებს, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე ელექტრომომარაგება შეუწყდება. საუბარია წმინდა ქეთევან დედოფლის გამზირის, დედოფლისწყაროს, ხერხეულიძის, ბადიაურის, ქურხულის, სართიჭალას, წურწუმიას, იზაშვილის, ავთანდილ კვეზერელი-კოპაიძის და ახმეტის ქუჩებზე.

სამგორის რაიონში, ქინძმარაულის ქუჩაზე ელექტროენერგია 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება.
კრწანისის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ფონიჭალის III, IIIა მიკრორაიონების, სოფელი ფონიჭალის, სვანების დასახლების, რაფავას, გულბანის, ჟორდანიას და ლევან ღოღობერიძის ქუჩებს.
ნაძალადევის რაიონის აბონენტებს ელექტროენერგია 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, თემქის დასახლების XI მიკრორაიონის, გურამიშვილის გამზირის (ნაწილობრივ), ჩარგლის, გვაზაურის, ახალდაბის, მოლითის და ბჟოლეთის ქუჩებზე.

გლდანის რაიონის რაიონს ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია თიანეთის გზატკეცილის, ლიბანის, ბარალეთის, დავით სარაჯიშვილის, ჭედიას, კრუპსკაიას, წერეთლის, კუიბიშევის, ულიანოვის, რიონის, ფოცხიშვილის, ანდრონიკაშვილის, სალხინოს, წყალსადენის, ბარისახოს, უწერის, ზარზმის, ჯანჯღავას, კაჭარავას და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩებზე.

ასევე 11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის IIIა და V მიკრორაიონებს. 11:00 საათიდან 12:00 საათამდე კი შეზღუდვა გავრცელდება გლდანის მასივის VI მიკრორაიონის და მიქატაძის ქუჩაზე.
ქერჩის და იპოლიტოვ-ივანოვის ქუჩების მაცხოვრებლებს ელექტროენერგია 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეუწყდება. 12:30 საათიდან 13:30 საათამდე შეზღუდვა შეეხება გლდანის მასივის V მიკრორაიონს.
დიდუბის რაიონში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება ვანის და ბაქრაძის ქუჩებზე.

ჩუღურეთის რაიონის აბონენტებს ელექტრომომარაგება 12:00 საათიდან 17:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია მამარდაშვილის, პალიასტომის, კაპანაძის, ართვინის, მიჩურინის და ფარავნის ქუჩებზე.

იტვირთბა....