ახალი ამბები მთავარი სამართალი

თელავში ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა, ორი დაშავდა

თელავში, რუსთაველის ქუჩაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა.  მსუბუქი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და ხეს შეეჯახა. 23 წლის მამაკაცი ადგილზე გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ 1tv ავრცელებს.

სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ორი მგზავრი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შსს-ის ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 276-ე მუხლით მიმდინარეობს.

იტვირთბა....