ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს: “ვინც გიორგი ზურაბიშვილს დაემუქრა ყველა ზომას მივიღებთ მათ დასასჯელად”

შინაგან საქმეთა სამინისტრო  ყველა ზომას მიიღებს იმ პირების დასასჯელად, ვინც რესპუბლიკური პარტიის წევრის დავით ზურაბიშვილის შვილს, ჟურნალისტს გიორგი ზურაბიშვილის სოციალურ ქსელში დაემუქრა. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით  1tv ავრცელებს.

შსს-ს ინფორმაციით, მოქალაქე გიორგი ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ინფორმაცია, რომ მას ერთ-ერთი მეგობრის მიმართ თანაგრძნობის გამოხატვისთვის ემუქრებიან, რის საფუძველზეც, შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალური ინსპექცია მას უკვე დაუკავშირდა.

„გიორგი ზურაბიშვილმა მზადყოფნა გამოთქვა ითანამშრომლოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, თავის მხრივ სამინისტრო მზადაა, მიიღოს ყველა საჭირო ზომა, რათა იდენტიფიცირებული იქნას ყველა შესაძლო კანონდამრღვევი და მოხდეს მათი დასჯა”, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

დღეს რესპუბლიკური პარტიის წევრმა დავით ზურაბიშვილმა პოლიციელთა მხრიდან თავისი შვილის, გიორგი ზურაბიშვილისადმი მუქარის გამო, შს მინისტრს გიორგი გახარიას და სუსის უფროსს ვახტანგ გომელაურს მიმართა.

იტვირთბა....