ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“ქართული მარშის” წევრებს ბრალი დაუმძიმდათ

„ქართული მარშის“ წევრები, რომლებიც „რუსთვი 2“-ის თანამშრომლებზე განხორციელებული თავდასხმის გამო დაკავეს, ბრალი დაუმძიმდათ.

ხუთივე დაკავებულის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის სამი მუხლით მიმდინარეობს, რაც ძალადობას, სხვისი ნივთის განზრახ დაზიანებას და წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურ ხულიგნობას გულისხმობს. ეს  მუხლები  კი სასჯელის სახით პატიმრობას ითვალისწინებს.

ერთ-ერთ დაკავებულ გიორგი ონიანს კი გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 239-ე მუხლის გარდა, ედავება სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე და 126-ე მუხლებსაც, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას და ძალადობას გულისხმობს.

დაკავებულების ადვოკატი ცირა ჯავახიშვილი აცხადებს, რომ სისხლის სამართლის დევნის დაწყების საფუძველი არ არსებობდა, რადგან მისი დაცვის ქვეშ მყოფები მშვიდობიან აქციას მართავდნენ.

იტვირთბა....