ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

შიდა ქართლის გუბერნატორმა საკუთარი სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაიმტკიცა

შიდა ქართლის გუბერნატორმა კახა სამხარაძემ საკუთარი სატელეფონო ბალანსის ლიმიტად 400 ლარი დაიმტკიცა, მოადგილეებს კი თვეში 50 ლარი გამოუყო. ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაციის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს და ფაქტის დამადასტურებელ ოფიციალურ დოკუმენტებს აქვეყნებს.

გუბერნატორის გარდა, შიდა ქართლის რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციაში 34 თანამშრომელი მუშაობს. მათთვის, მაქსიმალური სატელეფონო ლიმიტი 50 ლარია. 34 თანამშრომლის სატელეფონო ლიმიტების ჯამი 905 ლარს შეადგენს.

იხილეთ გუბერნატორის_განკარგულება_სატელეფონო_ლიმიტებზე

იხილეთ დანართი 1

იტვირთბა....