რუსმა ოკუპანტებმა სოფელ აძვის ორი მკვიდრი გაიტაცეს, ამის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი მოსახლეობა ავრცელებს. მათი თქმით, დავით გერკეული და ივანე გუნდიშვილი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა სოფლის წმინდა გიორგის სალოცავში დააკავეს.
დაკავებულები, სავარაუდოდ, ცხინვალის იზოლატორში არიან გადაყვანილები. აღნიშნულის შესახებ “მეტრონომს” სუს-ში ინფორმაცია დაუდასტურა. მათი ინფორმაციით, ამოქმედებულია ცხელი ხაზი, ინფორმირებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია და მიმდინარეობს ინფორმაციის დაზუსტება.