ბელორუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოფიციალური ვიზიტი, თბილისში დაიწყო.
ლუკაშენკო საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს შეხვდება. მხარეები ორ ქვეყანას შორის სავაჭრო და ეკონომიკური ურთიერთობების სამომავლო პერსპექტივაზე იმსჯელებენ. პრეზიდენტები ასევე განიხილავენ პროდუქციის მიწოდების გზების დივერსიფიკაციას, საერთო საწარმოების გახსნის შესაძლელობებს, თანამშრომლობას სამეცნიერო, სამედიცინო და განათლების სფეროებში.
ლუკაშენკო და მარგველაშვილი პოლიტიკურ თანამშრომლობაზე, საერთაშორისო კონტაქტებზე, ასევე რეგიონსა და მსოფლიოში შექმნილ სიტუაციაზე იმსჯელებენ.
ვიზიტის ფარგლებში, ბელარუსის პრეზიდენტი საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და კათოლიკოს პატრიარქ ილია მეორეს შეხვდება.
საქართველოში ლუკაშენკოს ყოფნის დროს,თბილისი მინსკის დღეებს უმასპინძლებს. გაიმართება ერთობლივი ბიზნესფორუმი. დაგეგმილია რამდენიმე კულტურული და სპორტული ღონისძიება. ასევე გაიმართება მინსკში დამზადებული პროდუქციის გამოფენაც.
შეგახსენებთ, რომ ლუკაშენკო ბოლოს საქართველოში 2015 წლის 22-24 აპრილს ეწვია.