ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ვრცელდება ინფორმაცია, რომ სოსო გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა

მედიაში გავრცეებული იფორმაციით, სუს-ის ხელმძღვანელის პირველმა მოადგილემ სოსო გოგაშვილმა თანამდებობა დატოვა. თუმცა „მეტრონომთან“ სუს-ში ეს ინფორმაცია უარყვეს და  გადადგომის შესახებ არსებული ინფორმაცია არ დაადასტურეს.

„ქრონიკა პლუსის“ რედაქტორის ელისო კილაძის განცხადებით, ის გოგაშვილის თანამდებობიდან წასვლას უახლოეს დღეებში ელოდება. კილაძე არც იმას გამორიცხავს, რომ მან თანამდებობა უკვე დატოვა. ამიტომაც მისი აზრით, გავრცელებული ინფორმაცია საფუძველს მოკლებული არ არის.

ჟურნალისტი აცხადებს, რომ გოგაშვილია ადამიანია, რომელიც მის ხელთ არსებულ შესაძლებლობებს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებს. არის არაპროფესიონალი და მის მიერ დაწყებული ყველა საქმე ჩავარდა. რედაქტორი აცხადებს, რომ მის მიერ განხორციელებული ყველა თემა ხელისუფლებას სკანდალის სახით უკან დაუბრუნდა. ეს იყო, როგორც მისი შვილის, ასევე ე.წ. ციანიდის საქმე.

„ბოლოპერიოდში ვიცი, რომ გოგაშვილი „ქართული ოცნების“ წევრებზე კომპრომატების გავრცელებით არის დაკავებული. მეც შემომთავაზეს მისი სახელით, რამდენიმე მასალის გამოქვეყნება. მგონია, რომ ის უკვე ვაბანგზეა წასული. ხელისუფლებას თუ უნდა, რომ ეს ადამიანი შეინარჩუნოს, ეს მისი პრობლემაა.

თუ გომელაურს რაიმე კომპრომატებით აშანტაჟებს ესეც მისი ბრალია. მოლოდინი მაქვს, რომ სამთავრობო ცვლილებები მაშტაბური იქნება და ეს სუს-ის სამსახურსაც შეეხება. ამიტომ გამორიცხული არაფერი არ არის, შეიძლება ის გადამდგარიც კი იყო“,-აცხადებს „მეტრონომთან“ კილაძე.

იტვირთბა....