ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ს დაზვერვის ყოფილი უფროსი: არ არის გამორიცხული რუსეთს ტრამპზე რამე ჰქონდეს

ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური დაზვერვის ყოფილი დირექტორი ჯონ ბრენანი აცხადებს, რომ არ არის გამორიცხული რუსეთს აშშ-ს პრეზიდენტზე რაღაც აქვს, ამიტომაც ტრამპი დაძაბულია. მისი თქმით, სხვაგვარად რთულია დონალდ ტრამპის ვლადიმერ პუტინისადმი თბილი დამოკიდებულება ახსნა.

„არ არის გამორიცხული, რომ  რუსებს  ტრამპის წინააღმდეგ რარაც აქვთ, ამიტომაც აშშ-ს პრეზიდენტი დაძაბულია. ტრამპმა ჩვენზე უკეთ იცის აქვს თუ არა რუსებს მასზე რამე“, – განაცხადა ჯონ ბრენანმა MSNBC-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

აშშ-ს დაზვერვის ცენტრალური სააგენტოს ყოფილი დირექტორის განცხადებით, რთულია დონალდ ტრამპის ქმედებების ახსნა, როდესაც საქმე პუტინს ეხება.

„ჩემი აზრით, რთულია დონალდ ტრამპის ქმედებების ახსნა თუ რატომ დაიჭირა მან ასეთი პოზიცია პუტინთან მიმართებაში. აქ კვლავ იმას ვუბრუნდებით, რომ შესაძლოა, რუსებს რამე ჰქონდეთ მასზე“, – დასძინა მან.

იტვირთბა....