ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

„სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაათმაგდა“

„სამშენებლო უსაფრთხოების წესების დარღვევაზე ჯარიმა გაათმაგდა,“ – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ, დედაქალაქის მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა. მისი თქმით, აღნიშნული ცვლილება ძალაში დღეიდან შედის.

„მინდა, მადლობა გადავუხადო პარლამენტს პროდუქტიული თანამშრომლობისთვის. იმედი მაქვს, დღითიდღე მოიკლებს დასაჯარიმებელი ობიექტების რიცხვი და გაიზრდება უსაფრთხოების სტანდარტებისა და სამშენებლო ნორმების დაცვის მაჩვენებელი. ჯარიმები გაათმაგდა 3000 ლარიდან გახდა 30 000 ლარი.

ვიმედოვნებ, რომ სამშენებლო სექტორი გახდება უფრო უსაფრთხო როგორც დასაქმებულებისთვის, ისე მიმდებარედ დასახლებული ადამიანებისთვის და სამშენებლო პროცესი ნაკლებ დისკომფორტს გამოიწვევს. სტატისტიკას თუ გადავხედავთ, კარგად ჩანს, რომ სამშენებლო ობიექტებზე დაღუპულთა რიცხვმა მოიმატა და ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ მშენებლობაზე დასაქმებული ადამიანების უფლებები იყოს დაცული,“ – განაცხადა კალაძემ.

იტვირთბა....