საქართველოს მთავარი პროკურორის ირაკლი შოთაძის განცხადებით, სამხარაულის ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას, საჭიროა თუ არა საერთაშორისო ექსპერტიზის ჩატარება. შოთაძემ ცხინვალში მოკლული ჯარისკაცის ოჯახს მიუსამძიმრა:
“ეს მთელი ქვეყნის ტრაგედიაა. რა თქმა უნდა, გამოძიება შსს-ში დაწყებულია. დაწყებულია იმ დღიდან მოყოლებული, როდესაც მოხდა ტატუნაშვილის გატაცება. მიმდინარეობს ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედება, დანიშნულია ექსპერტიზა.
რაც შეეხება საერთაშორისო ექსპერტიზის ჩართულობას ამ საქმეში, ამ ეტაპზე ექსპერტიზა დანიშნული არის საქართველოში, სამხარაულის ბიუროში და ექსპერტიზის შედეგების მიხედვით მივიღებთ გადაწყვეტილებას არის თუ არა საჭიროება, რომ ამ საქმეზე ჩატარებულ იქნეს საერთაშორისო ექსპერტიზა”,- განაცხადა ირაკლი შოთაძემ.