ახალი ამბები მთავარი სამართალი

მეუღლის მკვლელობაში ბრალდებულს 13 წლით პატიმრობა მიუსაჯეს

მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო და 13 წლით პატიმრობა მიუსაჯა. ამის შესახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

ოფიციალური ინფორმაციის თანახმად, ფოთში, საკუთარ საცხოვრებელ ბინაში ბრალდებულმა მეუღლეს დანით გულ-მკერდის არეში ჭრილობა მიაყენა, რის შედეგადაც ქალი ადგილზევე გარდაიცვალა.

“ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და მეუღლის განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ვ.რ. დამნაშავედ სცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11,108-ე მუხლით.

სასამართლო  პროცესზე წარდგენილი მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ 2017 წლის 4 ივლისს,  დაახლოებით 11:30 საათზე, ქ. ფოთში, მისსავე საცხოვრებელ ბინაში ვ.რ.-მ კონფლიქტის დროს, მეუღლეს – ზ.შ.-ს დანით  გულმკერდის არეში ჭრილობა მიაყენა. მიღებული დაზიანების შედეგად ზ.შ. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ვ.რ. შემთხვევის ადგილზე დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 11,108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა, ჩადენილი ოჯახის წევრის  მიმართ) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ ვ.რ. დამნაშავედ  სცნო წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად  13 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა”- აცხადებენ პროკურატურაში.

იტვირთბა....