ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

უკრაინამ რუსეთთან ეკონომიკური კავშირი გაწყვიტა

რუსეთთან ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამა უკრაინის მთავრობამ  გაწყვიტა, რომელიც 2011 წელს მიიღეს და 2020 წლამდე იყო ძალაში. გადაწყვეტილება მინისტრთა კაბინეტის სხდომაზე მიიღეს.

“პროგრამის მოქმედების შეწყვეტა უკრაინის ხელისუფლების კომპლექსური ზომების ნაწილია, რომელიც რუსეთის აგრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ არის მიმართული”- ნათქვამია მინისტრთა კაბინეტის განცხადებაში.

უკრაინისა და რუსეთის ეკონომიკური თანამშრომლობის პროგრამას 2011 წლის 7 ივნისს 2 ქვეყნის მაშინდელმა პრემიერებმა ვლადიმერ პუტინმა და ნიკოლაი აზაროვმა მოაწერეს ხელი.

იტვირთბა....