რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა მარია ზახაროვა, საკუთარ “ფეისბუქის” გვერდზე ბორის ჯონსონს დიპლომატიის სფეროში ახალბედა უწოდა.
ბორის ჯონსონმა რუსეთი სერგეი სკრიპალის მოწამვლაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა.
„რატომ სჭირდება ბრიტანეთის დიპლომატიის ნოვიჩოკს ყალბი თავდასხმები? პასუხი ნათელია – არ არსებობს არავითარი ფაქტები“, – წერს ზახაროვა.
ბრიტანეთსა და რუსეთს შორის ურთიერთობები მას შემდეგ გაუარესდა, როდესაც ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში რუსეთის დაზვერვის ოფიცერი, სერგეი სკრიპალი უგონონო მდგომარეობაში იპოვეს. ბრიტანეთმა სკრიპალის მოწამვლაში რუსეთი დაადანაშაულა.