ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ოსი ე.წ. დეპუტატი: “საქართველოში ტატუნაშვილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური ბაკქანალიის აგორებისთვის იყენებს”

„სამხრეთ ოსეთის“ ე.წ. პარლამენტის დეპუტატმა ამირან დიაკონოვმა განაცხადა, რომ საქართველო არჩილ ტატუნაშილის სიკვდილს, მედიაში მორიგი ანტიოსური შავი პიარის   ასაგორებლად იყენებს.

„დადგენილია იმ პირთა წრე, საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და უშიშროების სამსახურის თანამშრომლები, ვინც სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის ტერიტორიაზე ბევრი წლის განმავლობაში ტერორისტულ საქმიანობას ახორციელებდნენ, რომელთა მსხვერპლი 30-ზე მეტი ადამიანი გახდა“, – განაცხადა დიაკონოვმა.

მისი თქმით, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ მსგავს სიებს საქართველო ადრეც ადგენდა და ამ სიაში მოხვედრილ პირებთან მიმართებაში საქართველო ტერაქტების განხორციელებას ცდილობდა.

„დღეის მდგომარეობით საქართველოსთან საზღვარი ჩაკეტილია და არ შეიძლება იმის თქმა, რომ ისინი რესპუბლიკაში ტერაქტებს განახორციელებენ იმ პირებთან მიმართებაში, ვინც ამ სიაში მოხვდება“, – აღნიშნა მან.

იტვირთბა....