ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქანთარია: ვერ გეტყვით, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებული რეზოლუციით აღფრთოვანებული ვარ

“ქართული ოცნების” დეპუტატი ნუკრი ქანთარია აცხადებს, რომ ტატუნაშვილის გარდაცვალებასთან დაკავშირებით მიღებული რეზოლუციით აღფრთოვანებული არ არის.  მისი თქმით, ქართულ-რუსული ურთიერთობები ურთულესი საკითხია და მისი განხილვა ზედაპირულად მიზანშეწონილი არ არის.

მისივე თქმით, აუცილებელია პარლამენტში, დებატების სახით იყოს ეს თემა გამოტანილი. ქანთარია პრემიერის მოსკოვში გაგზავნილ წერილსაც გამოეხმაურა და დროული, კვალიფიციური და ღირსებით სავსაე უწოდა. ქანთარია ამბობს, რომ კვირიკაშვილის წერილმა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გამდმოსვენებაში დიდი წვლილი შეიტანა.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გუშინ გადასცეს.

იტვირთბა....