ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

როგორი იქნება რუსეთის პასუხი ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაზე: არეშიძე „მეტრონომთან“

კონფლიქტოლოგი და კავკასიოლოგი მამუკა არეშიძე „მეტრონომთან“ ამბობს, რომ არჩილ ტატუნაშვილის წამებასთან დაკავშირებით, მისი გვამის დათვალიერების შემდეგ, კითხვებიც კი აღარ არსებობს. არეშიძე ამბობს, რომ მის სხეულზე წამების კვალს, ნებისმიერი საშუალო დონის ექსპერტიც კი შემჩნევდა.

კონფლიქტოლოგი იმასაც ამბობს, რომ ე.წ. სამხრეთ ოსეთის ხელისუფლებას ჰქონდა მცდელობა, რომ მას საფერთქელთან თითქოს და წაქცევის კვალი დამჩნეოდა. ამიტომ იყო, რომ პანიკაში ჩავრდნილები ყველანირად ცდილობდნენ, რომ მის სხეულზე წამების კვალი წაშლილიყო. თუმცა ქართველ ექსპერტებს  ამის დადგენა ძალიან ადვილად შეუძლიათ.

კონფლიქტოლოგი ამბობს, რომ ტატუნაშვილის ხელზე საჩვენებელი თითის მოჭრა, ცნობილი და აპრობირებული წამების მეთოდია. მისი თქმით, სამწუხაროდ ეს მსოფლიოში სამხედროების დასჯის ყველაზე ცნობილი ხერხია. არეშიძე ამბობს, რომ ახლა ქართულმა მხარემ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ საერთაშორისო საზოგადოებას ტატუნაშვილის გარდაცვალების შესახებ განგაშის ზარი შემოჰკრას.

რაც შეეხება ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის შემქნას, არეშიძე ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის მხრიდან საპასუხო ქმედებას აუცილებლად მიიღებს. მისი აზრით, თუ ამ სიაში მხოლოდ ოსები და აფხაზები იქნებიან შეყვანილები ეს არ იქნება სრულყოფილი სია. არეშიძე ფიქრობს, რომ მაშინ ამ სიაში რუსებიც უნდა იყვნენ შეყვანილები. თუმცა ამ შემთხვევაში კრემლი საპასუხო სიას შექმნის, სადაც 2008 წლის ომის მონაწილე  ქართველ სამხედროებს შეიყვანენ, რომლებზეც პირდაპირ ნადირობას დაიწყებენ. ამ შემთხვევაში კი ყველაზე მოწყვლადი უკრაინაში მებრძოლის სამხხედოები არიან.

„რუსები ოთხოზორია-ტატუნაშვილის საწინააღმდეგო კონტრ სია შექმნიან, სადაც კაცმა არ იცის ვინ შეიძლება მოხვდეს. ამ სიისი პირველ ადგილას დარწმუნებულები იყავით, რომ უკრაიაში მებრძოლი ქართველი სამხედროები მოხვდებიან. ხოლო ამ ხალხზე პირდაპირ ნადირობას დაიწყებენ. ჩვენ რაც შეგვიძლია, თუ საქართველოს ხელისუფლების ნება იქნება, სამხრეთ ოსეთში და აფხაზეთში გარკვეული აქტივობები იქნება.

ამის გარდა ჩვენ სხვას ვერაფერს ვერ შევძლებთ. ხოლო რაც შეეხება რუსეთს, მას ამ სიის უფრო გამოყენება შეუძლია. არ არის გამორიცხული, რომ ქვეყანა ამ სიის შედგენის შემდეგ უფრო წამგებიან სიტუაციაში აღმოჩნდეს. სამომავლო პერსპექტივის თვალსაზრისით ამ სიას რუსეთი უფრო გამოიყენებს ვიდრე საქართველო. შეიძლება ამას სავალალო შედეგიც  მოჰყვეს. გარდა ამისა ამ სიის ამოქმედების პროცესში, ვერავისგან პასუხი ვერ მივიღე რას ვიღებთ მისი გამოქვეყნების შემდეგ.

ის რომ 10 და 15 კაცი დამნაშავეა ეს ხომ ისედაც ვიცით. ეს გვარები ისედაც ყველგან ჟღერს. საერთაშორისო სამართალდამცავებს თუ გადავცემთ ამ სიას და ინტერპოლზე დავსვამთ, მერე რა?! ეს ადამიანები პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან მაინც არ გადიან.  პრაქტიკულად შედეგი არ გვექნება“,-აცხადებს არეშიძე „მეტრონომთან“.

შეგახსენებთ, რომ არჩილ ტატუნაშვილი ამა წლის 23 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში მოკლეს. არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებულ ახალგორში საქართველოს კიდევ ორ მოქალაქესთან – ლევან ქუტაშვილსა და იოსებ პავლიაშვილთან ერთად 22 თებერვალს დააკავეს, რომლებიც გასულ კვირას გაათავისუფლეს, თუმცა ოკუპირებული ახალგორის დატოვების შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე დღის წინ მისცა. არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ქართულ მხარეს 26 დღის შემდეგ წითელი ჯვრის ორგანიზაციის მეშვეობით გუშინ გადასცეს.

 

ავტორი: ელზა პაპოშვილი

იტვირთბა....