პრეზერვატივების კომპანია “აიისა” მადლობას უხდის საპატრიარქოს ინტრესის გამოხატვისა და პრეზერვატივების ბაზარზე არჩევანის ქართულ ბრენდზე გაკეთებისთვის. კომპანიამ ამის შესახებ განცხადება გაავრცელა.
ისინი საპატრიარქოს თანამშრომლობისთვის მიუწოდებენ ისეთ საკითხებში როგორიცაა, სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია.
“ნებისმიერი მიმდინარე მოვლენა ინსპირაციის წყაროა ჩვენთვის და იმ მახასიათებლების აღქმა რაც ბრენდს გამოარჩევს მარტივია რიგითი ადამიანების უმრავლესობისთვის. საზოგადოების დანარჩენ ნაწილს მოვუწოდებთ გამოიჩინონ მეტი მიმღებლობა, მიიღონ მონაწილეობა მშვიდი გარემოს შექმნაში და გამოხატონ აზრი ძალადობის და მუქარის გარეშე.
ვიმედოვნებთ უახლოეს მომავალში შედგება აიისას როგორც ბრენდის და საქართველოს საპატრიქრქოს თანამშრომლობა ისეთ სოციალურ საკითხებში როგორებიცაა სექსუალური განათლების პროგრამები, ძალადობა და ვენერიული დაავადებების პრევენცია”- ნათქვამია განცხადებაში.
20 მარტს საქართველოს საპატრიარქომ გაავრცელა განცხადება, სადაც ღვთის გმობის გამოვლინება უწოდა პრეზერვატივების კომპანია “აიისა”-ს და ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის 18 მარტის სიუჟეტს, რომელიც მათი თქმით, “უტიფრობით სარკაზმითა და ცინიზმით საზოგადოებისთვის ღია გამოწვევად იქცა”.
კომპანია “აიისა”-ს პრეზერვატივების შეფუთვაზე დატანილი აქვს ქართლის დედის, თამარ მეფის, დავით აღმაშენებლის პრინტები.