ღუდუშუარის კლინიკის ექიმმა ნინო აქიაშვილმა განაცხადა, რომ სანდრო ბრეგაძეს დაზიანებები არ აღენიშნება.
“პაციენტი საკუთარი მოთხოვნით გადმოიყვანეს კლინიკაში და მას რაიმე გარეგანი დაზიანება არ აღენიშნება”, – განაცხადა აქიაშვილმა.
გუშინ სანდრო ბრეგაძე დაკითხვაზე იმყოფებოდა, საიდანაც საავადმყოფოშ გადაყვანა ითხოვა. მოძრაობა “ქართულმა მარშმა” კი გაავრცელა განცხადება და ფოტო, სადაც წერია, რომ სანდრო ბრეგაძე ნაცემია.