ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ექსპერტიზის შემდეგ არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი ოჯახში გადაასვენეს

ექსპერტებმა ინტენსიურ რეჟიმში იმუშავეს, რომ ყველა საჭირო პროცედურა ყოფილიყო ჩატარებული, რათა საბოლოოდ, შედგეს კვალიფიციური ექსპერტიზა. ასეთი განცხადება გააკეთა შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა.
“ცხედარს ჩაუტადა ექსპერტიზა, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ უშუალოდ ექსპერტიზა და გამოკვლევა დასრულებულია. დაველოდოთ შედეგებს“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ცხედარი წუხელ, გვიან საღამოს, ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს, სადაც ექსპერტიზა ჩაუტარდა. ექსპერტიზის ბიუროს შენობაში იმყოფებოდა გარდაცვლილის მამა, ასევე, გარდაცვლილის ახლობლები და მეგობრები. ექსპერტიზის შემდეგ, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, არჩილ ტატუნაშვილი საკუთარ სახლში გადაასვენეს.

შეგახსენებთ, ოსურ მხარეს მოკლული რჩილ ტატუნაშვილის ცხედარი 26 დღის განმავლობაში ჰყავდათ დატყვევებული და საერთაშორისო ორგანიზაციების თუ საზოგადოების აქტიურობის შემდეგ მოხდა მისი  საქართველოს მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვენება.

იტვირთბა....