ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება სამართალი

ბურჯანაძე: “უგულავა და თარგამაძე “იმედის” ჟურნალისტებს ფულს სთავაზობდნენ ან აშანტაჟებდნენ”

პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის”  დარბევის საქმეზე, თითქმის ორი საათის განმავლობაში იკითხებოდა.

ბურჯანაძის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილსა და ბადრი პატარკაციშვილს შორის დაპირისპირება სანდრო გირგვლიანის მკვლელობის შესახებ მომზადებული სიუჟეტის შემდეგ გამწვავდა. ნინო ბურჯანაძემ სასამართლოს სხდომაზე ის კონკრეტული სახელები და გვარებიც თქვა, ვინც მისი მტკიცებით, დარბევის და ტელეკომპანიაში შეჭრის ბრძანება გასცა და ეს ადამიანი მიხეილ სააკაშვილი იყო.

ნინო ბურჯანაძის თქმით, მას შემდეგ რაც “იმედმა” მაუწყებლობა განაახლა, გივი თარგამაძე და გიგი უგულავა პირადად ახორციელებდნენ მოლაპარაკებებს “იმედის” ჟურნალისტებთან, მათ თანხებს სთავაზობდნენ, წინააღმდეგ შემთხვევში კი აშანტაჟებდნენ.

იტვირთბა....