ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქუვეითის აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ქუვეითის აეროპორტში საქართველოს ოთხი მოქალაქეა დაკავებული. მათი განცხადებით, შესაბამისი შეტყობინება საკონსულოში უკვე შესულია.

„საკონსულომ შეიტყო აღნიშნული შემთხვევის შესახებ. მიმდინარეობს დეტალების გარკვევა. საკონსულო მუშაობს როგორც ქუვეითურ მხრესთან, ასევე კავშირზეა მოქალაქეების ოჯახის წევრებთან“, – განაცხადეს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

არსებული ინფორმაციით, ქუვეითის აეროპორტში დაკავებული საქართველოს 4 მოქალაქე ქართული მხარისგან დახმარებას ითხოვს.

წყარო: “ინტერპრესნიუსი”

იტვირთბა....