საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ყავის ფალსიფიკაციის ფაქტზე ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ახალქალაქის მუნიციპალიტეტში, ერთ-ერთი ინდივიდუალური მეწარმე, სხვადასხვა მარცვლეული კულტურის შერევით, აწარმოებდა ვითომდა ნატურალურ ყავას, რომლებსაც საქართველოს მასშტაბით არსებულ სავაჭრო ობიექტებში ყიდდა.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებულია დიდი ოდენობით ფალსიფიცირებული ყავა და ნედლეული.
საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 197-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 1-დან 3 წლამდე ვადით.