ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბურჯანაძე: “7ნოემბრის აქციის დარბევის იდეა სააკაშვილისა და ბოკერიას აგრესიულ გუნდში გავრცელდა”

7 ნოემბრის აქციის დარბევისა და ტელეკომპანია “იმედში ” შეჭრის საქმეზე საქალაქო სასამართლოში ნინო ბურჯანაძის დაკითხვა მიმდინარეობს. ამ წუთებში ბურჯანაძე ბრალდების მხარის შეკითხვებს პასუხობს.

მან 7 ნოემბრის მოვლენები გაიხსენა და აღნიშნა, რომ აქციის დარბევის იდეა იმ აგრესიულ გუნდში გაჟღერდა, რომელიც ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის გარშემო იყო, მათ შორის: ბოკერია, ადეიშვილი და ასე შემდეგ.

მისივე თქმით, აქციების პიკი 2 ნოემბერს იყო, რომლის შენარჩუნება ვერ მოახერხა ოპოზიციამ.

“6 ნოემბერს პრაქტიკულად მიტინგი აღარ არსებობდა. არავინ იყო პარლამენტთან და არც რაიმე ტიპის ძალის გამოყენების აუცილებლობა არ იყო”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, მიხეილ სააკაშვილთან შეხვედრების დროს იყვნენ ადამიანები, რომლებიც ამბობდნენ, რომ ოპოზიციას ჭკუა უნდა ასწავლო.

შეგახსენებთ, რომ 2007 წლის 7 ნოემბერს, სპეცდანიშნულების რაზმმა აქციის მონაწილეების მიმართ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. საპროტესტო აქციამ რიყეზე გადაინაცვლა, სადაც აქციის დარბევა მოხდა. დღის ბოლოს,  სპეცდანიშნულების რაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შეიჭრა.

იტვირთბა....