ოკუპირებული „სამხრეთ ოსეთის“ დე ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა რუსეთის ახლად არჩეული პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ცხინვალში დაპატიჟა. ამის შესახებ ინფორმაციას ბიბილოვის პრესმდივანი დინა გასიევა ავრცელებს.
მისი თქმით, ანატოლი ბიბილოვმა ვლადიმერ პუტინს არჩევნებში გამარჯვება მიულოცა და განაცხადა, რომ „სამხრეთ ოსეთის“ მოსახლეობა მადლობელია და სრულად უჭერს მხარს პუტინს.
„სამხრეთ ოსეთში თქვენი გამარჯვება ძალიან გაგვიხარდა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი თანამშრომლობა გაგრძელდება და ჩვენ თქვენთვის ხელსაყრელ დროს შევხვდებით. ნება მიბოძეთ კიდევ ერთხელ დაგპატიჟოთ რუსეთის მიერ “სამხრეთ ოსეთის” დამოუკიდელობის აღიარების მე-10 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებებზე“, – განაცხადა ბიბილოვმა.