ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კორძაია: “გაბუნიას არ დაუღღვევია გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი სტანდარტი”

თამარ კორძაია აღნიშნავს, რომ გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი სტანდარტი. ინფორმაციას „რუსთავი2“ ავრცელებს.

„ის ქმედებები რაც განახორციელა ქართულმა მარშმა ეს არის ძალადობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს რელიგიურ მოტივებს ამოფარებულ ტერორისტულ საქმიანობაში“ – განაცხადა  რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკურმა მდივანმა თამარ კორძაიამ “რუსთავი2”-ზე განხორციელებულ თავდასხმაზე საუბრისას.

მისი თქმით, ის ფაქტი, რომ მსგავსი ძალადობრივი ქმედება, მცირე ჯარიმით ისჯება, კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ ხელისუფლება ახალისებს მსგავს ჯგუფებს.

„გიორგი გაბუნიას არ დაურღვევია გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივი სტანდარტი და ამ ფონზე ის ქმედებები რაც განახორციელა ქართულმა მარშმა ეს არის ძალადობა, რომელიც თავისუფლად შეიძლება გადაიზარდოს რელიგიურ მოტივებს ამოფარებულ ტერორისტულ საქმიანობაში.

ტერორისტები ამოფარებულები არიან გარკვეულ ღირებულებებს და ასე ხოცავენ და ძალადობენ ადამიანებზე. ჩვენ გუშინ დავინახეთ ჯგუფი რომელიც ყოველდღიურად ძალადობს, რომელიც სწორედ რელიგიურ გრძნობებს არის ამოფარებული და მისი მოწოდებაა ადამიანები დაჩაგროს და დაარღვიოს კანონი.

ამ ტიპის დარღვევაზე ხელისუფლების რეაქცია რომელიც მხოლოდ 100 ლარის ჯარიმაში გამოიხატება ნიშნავს, რომ ამგვარ ქმედებებს ახალისებს,“-ამბობს კორძაია.

იტვირთბა....