“ახალი პოლიტიკური ცენტრის – გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია სოციალურ ქსელში მთავრობის ახალ ინიციატივას ეხმაურება, რომლის თანახმადაც პირები რომლებსაც სავალდებულო სამხედრო სამსახურს რელიგიური კუთხით არიდებენ თავს, მეხანძრე-მაშველად გაიწვევენ.
“ამას რომ საუბრობთ, სერიოზული სახით, ერთ კითხვას დაგისვამთ, ხო ზუსტად იცით, რომ ძირითადად ვინც პროფესიონალი მეხანძრე მაშველი გყავთ ისიც დომინოს თამაშითაა დაკავებული, გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როცა ეს ხალხი სტიქიას ებრძვის, სტიქია კი გამონაკლისია და არა ყოველდღიური.
ან რამდენი კაცია ასეთი საჭირო?
ასეთ ბოდვებს როგორ იწყებთ, ოპოზიციური პოლიტიკური ძალის ჯინაზე.
დავუშვათ გაიწვიეთ გირჩის 3000 მღვდელმსახური მეხანძრე მაშველად.
მერე?
რას უშვებით ამ ხალხს, ადრე თუ ვიშკაზე აკარგვინებდით ერთ წელს ახლა რაში დააკარგვინებთ, რას გააკეთებინებთ ყოველდღიურად?
საიდან მოიტანთ ცეცხლს ან წყალდიდობას, მოქმედ მაშველებსაც რო ეყოთ და ჯარში გაწვეულებსაც?
როგორ შეილება ამის აბსურდულობას ვერ ხვდებოდეთ და ჯარი და უსაფრთხოება გებაროთ.
საერთოდაც ყველა სულელის ჭკუაზე თქვენ რატომ დადიხართ?
გამოიყენეთ არსებული სიტუაცია სამხედრო სამსახურის რეფორმირებისთვის და შეგვეშვით. ყველასთვის ასე სჯობს, ამ ქვეყნისთვის სჯობს ასე.
ნუ გვიყურებთ, როგორც მტრებს და დააფასეთ თავისუფლების ეს წერტილი.
გაიაზრეთ რომ საჭიროა ამ ქვეყანაში ბიბლიური თავისუფლება, სავალდებულო სამხედრო სამსახურზე ბევრად საჭირო”, – წერს ხვიჩია.