ე.წ. კანონიერი ქურდობა განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაული ხდება და ის 9-დან 15 წლამდე სასჯელს ითვალისწინებს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ მომზადებული საკანონმდებლო ცვლილებებით, „ქურდული სამყაროს“ წევრის, „კანონიერი ქურდის“, „ქურდული გარჩევის“ დეფინიციები კონკრეტდება და ქართულ კანონმდებლობას ისეთი ტერმინები ემატება, როგორიცაა „ქურდული სამყაროს“ საქმიანობა და „ქურდული შეკრება”, აღნიშნული ტერმინები – „ორგანიზებული დანაშაულისა და რეკეტის შესახებ“ კანონში შეტანილი ცვლილებებით განისაზღვრება, დასჯადი ხდება კანონიერი ქურდისთვის და ქურდული სამყაროსთვის მიმართვაც. კანონპროექტს დეპუტატები ხვალ პლენარულ სხდომაზე განიხილავენ.
ახალი რეგულაციების ხარვეზებზე საუბრობენ ადვოკატები. მათი აზრით, კანონში ფაქტობრივად არაფერი იცვლება. ახალი რეგულაციები კი მეტ განმარტებებს საჭიროებს.