ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ჩხენკელი: ტრენინგების შემდეგ შემოწმდება, მასწავლებელმა რა მიიტანა მოსწავლემდე

განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, მიხეილ ჩხენკელის ინფორმაციით, მიმდინარე წლის ზაფხულში პედაგოგებისთვის ტრენინგები ჩატარდება, რომელზეც აქცენტი მათი პრაქტიკულ-პედაგოგიური უნარების გამომუშავებაზე გაკეთდება. ინფორმაციას სააგენტო “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს.

მიხეილ ჩხენკელის განცხადებით, ტრენინგების შემდეგ შემოწმდება, თუ რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგიდან საკლასო ოთახამდე.

“მოხდება გარდაქმნა, თუ როგორ უნდა ჩატარდეს გაკვეთილები. ხშირად ხდება, რომ გაკვეთილი ისე ტარდება, მასში მოსწავლე არ მონაწილეობს. ეს დასრულდება ერთხელ და სამუდამოდ.

ამ ზაფხულსვე იწყება ტრენინგები მასწავლებლებისთვის, სადაც აქცენტი გაკეთდება პრაქტიკულ გაკვეთილებზე, პრაქტიკულ-პედაგოგიური უნარების გამომუშავებაზე. ამის შემდეგ ჩვენ შევამოწმებთ, თუ რა მიიტანა პედაგოგმა ტრენინგიდან საკლასო ოთახამდე“, – აღნიშნა მინისტრმა.

კითხვაზე, კვლავ გააგრძელებს თუ არა არსებობას დირექტორთა საბჭო, ჩხენკელმა უპასუხა, რომ არსებობდა როგორც დირექტორთა, ასევე რექტორთა საბჭოები, რომლებიც ამ დრომდე აგრძელებენ ფუნქციონირებას, თუმცა სავარაუდოდ რეორგანიზაცია შეეხება.

წყარო: “ონტერპრესნიუსი”

იტვირთბა....