ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხურაში მეზობლის მიერ კაცის დაწვის ფაქტზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი.
როგორც ადგილობრივი მოსახლეობა ყვება, ორ მეზობელს შორის კონფლიქტი ერთი წელია არსებობს, რადგან ეჭვმიტანილი დაზარალებულს შვილის სიკვდილში ადანაშაულებდა.
მეზობლები ამბობენ, რომ დაზარალებულმა ეჭვმიტანილის 20 წლის შვილს ტრაქტორის საჭესთან დაჯდომა სთხოვა, რა დროსაც ახალგაზრდა კაცს გულის შეტევა დაემართა და გარდაიცვალა.
ადგილობრივები ყვებიან, რომ მეზობელმა კაცს ბენზინი მაშინ გადაასხა, როცა მას ეძინა და ცეცხლი წაუკიდა.
მომხდარი ინციდენტის გამო 50 წლის მამაკაცი ისევ მძიმე მდგომარეობაშია. მას სხეულზე მაღალი ხარისხის დამწვრობა აღენიშნება. მისი გადმოყვანა თბილისში მდგომარეობის გართულების გამო გახდა საჭირო.
ფაქტზე შსს-მ ბრალდებული უკვე დააკვა. საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით მიმდინარეობს.