ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

დოლიძე: “თუ ქურდებს ვერ მიმართავენ კონფლიქტების გადასაწყვეტად,დავფიქრდეთ რა შეიძლება მოყვეს ამას?”

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე შსს-ს მიერ წარდგენილ ახალ კანონმდებლობას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ ინიციატივას ცოტა მეტი დაფიქრება ჭირდება.

“შსს მხრიდან ქურდებისთვის მიმართვის კრიმინალიზაციის ინიციატივა თავისთავად კარგია, მაგრამ დავების გადაწყვეტის მხრივ ცოტა უფრო სერიოზული დაფიქრება (!) ჭირდება. დაფიქრება ქურდების არსებობის სოციალურ საფუძვლებზე და აქედან ძებნა გამოსავლის.

თუ სასამართლოს დავაზე გადაწყვეტილება არ გამოაქვს წლები (გაჭიანურების პრობლემა), მას ხალხი არ ენდობა, აღსრულება ჭიანურდება, თუ ქურდებს ვერ მიმართავენ კონფლიქტების გადასაწყვეტად, აბა დავფიქრდეთ რა შეიძლება მოყვეს ამას? გადაუწყვეტელი კონფლიქტები და მათი ესკალაცია. ამიტომ დავების გადაწყვეტას ძალიან კომპლექსური მიდგომა ჭირდება. ქურდებისთვის მიმართვას სოციალური საბაბი აქვს და ამას ჭირდება მიხედვა”, – წერს “ფეისბუქში” დოლიძე.

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრი „ქურდული სამყაროს“ წინააღმდეგ ბრძოლას ამკაცრებს, დასჯადი ქმედება ხდება, როგორც „ქურდული სამყაროს“ საქმიანობის მხარდაჭერა, ასევე ქურდული შეკრების ორგანიზებას და „კანონიერი ქურდისთვის“ საქმის მოგვარების მიზნით მიმართვაც. ამასთან დაკავშირებით დღეს უწყებაში ბრიფინგი გაიმართა. ნათია მეზვრიშვილის თქმით, შესაბამისი საკანონმდებლო პაკეტის წარდგენა უახლოეს მომავალში მოხდება

იტვირთბა....