საინფორმაციო სააგენტო „ფრონტნიუსის“ ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოცრმა ოჯახისთვის დღეს უნდა მოხდეს, თუმცა ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, ინფორმაციას არ ფლობენ შესაბამისი სახელმწიფო უწყებები. ცხინვალში მოკლული ყოფილი სამხედროს ცხედრის გადმოცემას მისი ოჯახი თითქმის ერთი თვეა უშედეგოდ ელის.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვაა.