ქუთაისი-წყალტუბოს ტრასაზე ავტომანქანა ხეს შეეჯახა. ავარიის შედეგად მეთერთმეტე კლასელი გოგო გარდაიცვალა.
გარდა ამისა, დაშავდა კიდევ 4 არასრულწლოვანი მოზარდი, რომლებიც ავტომანქანაში იმყოფებოდნენ. ისინი საავადმყოფოში არიან გადაყვანილი.
გარდაცვლილი ქუთაისის მე-5 საჯარო სკოლის მოსწავლე იყო.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, ამოძიება 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს.