ახალი ამბები მთავარი სამართალი

ბათუმში მშენებლობაზე ამწეს ნაწილი ჩამოვარდა

ბათუმში, მიმდინარე მშენებლობაზე ამწეს ერთი ფრთა მოტყდა და ჩამოვარდა. ინციდენტის შედეგად არავინ დაშავებულა.

როგორც შსს-ში “მეტრონომს” განუცხადეს, მომხდარ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს. რაც სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

გაზეთ “ბათუმელების” ცნობით, მსგავსი ტიპის შემთხვევებს ზედამხედველობას აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს ტექნიკური ზედამხედველობის განყოფილება უწევს. ამ დეპარტამენტის უფროსის თეიმურაზ ახვლედიანის ინფორმაციით, სავარაუდოდ, ადგილი ჰქონდა უსაფრთხოების წესების დარღვევას.

„რომ არ ყოფილიყო დარღვევა, ეს შედეგი არ დადგებოდა. მიმდინარეობს მოკვლევა და დავადგენთ, რა მოხდა და რის გამო. დარღვევის დადასტურების შემთხვევაში სანქცია გატარდება კოდექსის მიხედვით, შეიძლება ეს იყოს ფულადი ან უფრო მძიმე ჯარიმაც. შეიძლება ექსპლუატაციის აკრძალვის თემაც დადგეს დღის წესრიგში. გამოკვლევამდე შიდა სამუშაოების გაგრძელების პრობლემა არ იქნება, ამ შემთხვევაში მომატებული საფრთხის შემცველი ობიექტი ამწე მექანიზმია.“ – აღნიშნა თეიმურაზ ახვლედიანმა.

იტვირთბა....