პარლამენტში ე.წ ქურდული სამყაროს შესახებ კანონპროექტსა და ორგანიზებულ დანაშაულთან დაკავშირებით კანონში შესატან ცვლილებებზე იმსჯელეს. იურიდიულ საკითხთა კომიტეტში მიმდინარე სხდომას შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილიც დაესწრო.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრების ნაწილმა სხდომის დახურვა მოითხოვა. სხდომაზე შსს-ის საკანონმდებლო ინიციატივის დახურულ რეჟიმში განხილვას დავით მათიკაშვილი, ვანო ზარდიაშვილი, და ანრი ოხანაშვილი ითხოვდნენ.
სხდომის დახურულ ფორმატში ჩატარების მოთხოვნას შს მინისტრის მოადგილე, ნათია მეზვრიშვილიც იზიარებდა.
დეპუტატების ნაწილის მოთხოვნა კომიტეტის თავმჯდომარემ არ დააკმაყოფილა და საბოლოო ჯამში, კენჭისყრაზე დეპუტატების უმრავლესობამ სხდომის დახურვას მხარი არ დაუჭირა.