ავსტრალიაში, ხანძარი ახალი სამხრეთ უელსის შტატში მძვინვარებს. სტიქიამ, ტყის 70-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი და სკოლა გაანადგურა.
ადგილობრივი ხელისუფლების ინფორმაციით, ცეცხლი მეხის ჩამოვარდნის შედეგად გავრცელდა და ამჟამად 40 ათასი ჰექტარის ფართობზეა გავრცელებული.
ხანძრის გამო ევაკუირებულია 700-მდე ადამიანი. სტიქიის შედეგად დაზარალებულ რაიონში დახურულია სკოლები.