პარლამენტის საგარეო კომიტეტმა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის საქმის შესახებ რეზოლუცია ერთხმად მიიღო. ამის შესახელ ინფორმაციას imedinews.ge ავრცელებს.
„ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ თანახმად, მნიშვნელოვანია, პარლამენტის მიერ ერთიანი რეზოლუციის გავრცელება, რომლის საფუძველზეც ე.წ. ტატუნაშვილ – ოთხოზორიას სია შეიქმნება. სიას შესაძლოა ასევე 2014 წლის დავით ბაშარულის საქმეც დაემატოს.
იმავე გამოცემის თანახმად, რეზოლუციის პროექტი ბიუროს სხდომაზე დღეს დარეგისტრირდება და სავარაუდოდ, 21 მარტს პროექტი პლენარულ სესიაზე დამტკიცდება. თუმცა, ამ დრომდე უცნობია, დაუჭერს თუ არა დოკუმენტს მხარს “ნაციონალური მოძაობა” და “პატრიოტთა ალიანსი”.
5 მარტს „ევროპულმა საქართველომ“ უმრავლესობას ტატუნაშვილთან დაკავშირებით რეზოლუციის საერთო დოკუმენტის შექმნა შესთავაზა. ბიუროს სხდომაზე რეზოლუცია უმრავლესობამაც დაარეგისტრირა.
არჩილ ტატუნაშვილი 22 თებერვალს დილით ახალგორიდან გაიტაცეს, 23 თებერვალს, გამთენიისას კი, დეფაქტო ცხინვალის ინფორმაციით, ის სუნთქვის უკმარისობით გარდაიცვაა.