რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები მიმდინარეობს.
ხმის მიცემის პროცედურა ქვეყნის გარკვეულ ნაწილში უკვე დაიწყო. პირველი საარჩევნო უბნები ჩუკოტკის ავტონომიურ ოლქში, კამჩატკის მხარეში გაიხსნა. კენჭისყრა 08:00-დან 20:00 საათამდე გაგრძელდება.
რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭს 8 კანდიდატი იყრის.
პრეზიდენტის პოსტისთვის გარდა სახელმწიფოს მეთაურის ვლადიმერ პუტინისა იბრძვიან, რუსეთის კომუნისტური პარტიის კანდიდატი პაველ გრუდინინი, ლიბერალ-დემოკრატიული პარტიის ლიდერი ვლადიმერ ჟირინოვსკი, “იაბლოკოს” დამფუძნებელი გრიგორი იავლინსკი, “სამოქალაქო ინიციტივის” კანდიდატი ქსენია სობჩაკი, ზრდის პარტიის ლიდერი ბორის ტიტოვი, “რუსეთის კომუნისტების” ხელმძღვანელი მაქსიმ სურაიკინი და “რუსეთის საერთო სახალხო კავშირის” კანდიდატი” სერგეი ბაბურინი.