ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურს ეთიშება

კავშირ “საფარის” ხელმძღვანელი ბაია პატარაია საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრთა შესარჩევ კონკურს ეთიშება. ამის შესახებ პატარაია სოციალურ ქსელში წერს.

“საფარის” ხელმძღვანელი ასევე ზვიად დევდარიანის მიმართ წაყენებულ ბრალდებებს გამოეხმაურა.

„ორი დღეა ჩემი მეგობარი სექსუალურ შევიწროებაში ამხილეს და ორი დღეა მე ვუყურებ ჩემ სამსჯავროს: დადგები თუ არა მსხვერპლი ქალის გვერდით? აიღებ თუ არა სამართლიანობის ხმალს ხელში და თავს შუაზე გაუჩეხავ შენ მეგობარს.

მე არ მინდა ჩემ მეგობარს ვურტყა ნაჯახი, მე მინდა ვიყო ადამიანი.

მე ვეთიშები საზმაუს კონკურსს. ქალთა მოძრაობა აკეთებს იმას, რასაც უნდა აკეთებდეს“, – წერს ბაია პატარაია.

ცნობისთვის, ქალთა მოძრაობამ საგანგებო მიმართვა გაავრცელა სადაც ისინი სახალხო დამცველსა და საქართველოს პარლამენტს მიმართავენ და აცხადებენ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად არ უნდა აირჩიოს ომბუდსმენის მიერ წარდგენილი კანდიდატი, ზვიად დევდარიანი, რომელიც მიუხედავად მისი საჯაროდ გაცხადებული პოზიციისა, მხილებულია სექსუალური შევიწროების ჩვენთვის ცნობილ ათამდე შემთხვევაში.

იტვირთბა....