ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერმა ნიკა მელიამ, საგარეჯოს მოსახლეობას, “ენმ”-ის ინიციატივა პენიის 400 ლარამდე გაზრდასთან დაკავშირებით გააცნო.
მელიას თქმით, ნაციონალური მოძრაობის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენია 400 ლარი გახდება.
„ენმ-ის ხელისუფლებაში მოსვლისთანავე პენსია გახდება 400 ლარი, პირველსავე წელს გახდება 300 ლარი და ამ ყველაფრის შესახებ ვესაუბრებით, კონკრეტული ციფრებითა და რიცხვებით. ენმ არის ის გუნდი, რომელსაც 11-ჯერ აქვს პენსია მომატებული,“ – განაცხადა ნიკა მელიამ.