ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

კომპანია ”დოპელმაიერი”, რომელმაც გუდაურში საბაგირო დაამონტაჟა, განმარტებას აკეთებს

კომპანია, რომელმაც გუდაურში საბაგირო დაამონტაჟა, დღეს პირველ განმარტებას აკეთებს.

კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ საბაგირო წლების წინ მოეწყო და ყველა უსაფრთხოების ნორმა დაცცუი იყო. ასევე წარმომადგენელი ამბობს, რომ კოპანიის ინჟინრები უკვე გუდაურში არიან, თუმცა ინციდენტის ადგილი ხელისუფლების მიერ დაგეტილია.

„ეს საბაგირო 2007 წელს მოეწყო. ჩვენ ვნახეთ ვიდეომასალები, გუშინვე გამოვაგზავნეთ ინჟინრები გუდაურში და ისინი ახლაც იქ არიან, მაგრამ უშუალოდ ინციდენტის ადგილი ხელისუფლების მიერ დაკეტილია. ასე რომ, ამ დროისთვის იქამდე მისვლას ვერ ვახერხებთ.

ნებისმიერ დახმარებას გავუწვეთ ხელისუფლებას, რაც შეგვეძლება, რომ დადგინდეს მიზეზები. ეს არის ერთ-ერთი იმ 10 ათასამდე საბაგიროს შორის, რომელიც ჩვენს კომპანიას აქვს დამონტაჟებული მსოფლიოში. ჩვენი მხრიდან უსაფრთხოების ყველა ნორმა დაცული იყო. ახლა უნდა დაველოდოთ, სანამ ხელისუფლებასთან ერთად არ გავარკვევთ მომხდარის მიზეზს და შემედგ შეგვეძლება, დამატებით ვისაუბროთ,“ – განაცხადა კომპანია დოპელმაიერის  წარმომადგენელმა, ეკეჰარდ ასმანმა.

შეგახსენებთ, რომ 16 მარტს გუდაურში საბაგიროს დაზიანების შედეგად 11 ადამიანი დაშავდა. მომხდარზე მიმდინარეობს გამოძიება.

წყარო: “რუსთავი 2”

იტვირთბა....