ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

რუსეთი დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელს ქვეყნიდან გააძევებს

“რია ნოვოსტი” რუსეთის საგრეო საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ინფორმაციას ავრცელებს.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ „პერსონა ნონ-გრატად“ გამოაცხადა დიდი ბრიტანეთის საელჩოს 23 თანამშრომელი. სამინისტრო ითხოვს, რომ ბრიტანეთის მოქალაქეებმა ერთი კვირის ვადაში დატოვონ ქვეყანა.

ასევე რუსეთი მოითხოვს ბრიტანეთმა სანკტ-პეტერბურგში დახუროს ბრიტანეთის საელჩო.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოზიცია სავარაუდოდ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის ტერეზა მეის, 14 მარტს გაკეთებულ განცხადებას ეხება, სადაც მან აღნიშნა, რომ  სერგეი სკრიპალის მოწამვლასთან დაკავშირებით, დიდი ბრიტანეთი 23 რუს დიპლომატს გააძევებს. ასევე ტერეზა მეის თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღეს, რაც ოფიციალურმა მოსკოვმა არ უპასუხა ლონდონის მოთხოვნას, განემარტა, თუ როგორ მოხვდა რუსეთში შემუშავებული მომწამლავი ნივთიერება დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე.

 

 

 

 

იტვირთბა....