ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

იაგო ხვიჩია საბაგიროზე: “ვინც დამატებით რეგულირებას მოითხოვს, სულელი და უნამუსოა”

ახალი პოლიტიკური ცენტრის – “გირჩის” წევრი იაგო ხვიჩია გუდაურში მომხდარ უბედურ შემთხვევას სოციალურ ქსელში ეხმაურება და აცხადებს, რომ თუ რამე რეგულირება არსებობს სამშენებლო-საექსპლოატაციო მიმართულებით ყველაფერი ვრცელდება აღნიშნულ საბაგიროზე.

“ვინაიდან ვიცი, რომ ქვეყანაში არსებობენ ნამუსგარეცხილი აქტივისტები, რომელსაც აზროვნებაზე უარი აქვთ ნათქვამი და ნებისმიერი უბედურების მერე ითხოვენ რეგულირებას, საჭიროდ ვთვლი, განვმარტო დღეს რა ხდება ამ მიმართულებით.

საჰაერო-საბაგირო გზა არის მეხუთე კლასის ხაზობრივი ნაგებობა და თუ რამე რეგულირება არსებობს სამშენებლო-საექსპლოატაციო მიმართულებით ყველაფერი ვრცელდება ამაზე.
ანუ გუდაურში ასეთი ნაგებობის აშენებისთვის მარტო ადგილობრივი თვითმმართველობა კი არაა ჩართული, არამედ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო და სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – ტექნიკური და სამშენებლო ინსპექცია; ესენი ერთობლივად არეგულირებენ ამ საკითხს, მაგრამ ამის მიუხედავად ბეწვზე გადავრჩით.

ჰოდა იმის თქმა მინდა, ვინც ასეთ დროს დამატებით რეგულირებას მოითხოვს, იმიტომ რომ ბიუროკრატიის მიმართ, თავისი უაზრო რწმენა გააპრაოს, მხოლოდ სულელი კი არაა, უნამუსოცაა”, – წერს სოციალურ ქსელში ხვიჩია.

დღეს დილით გუდაურში საბაგირო მწყობრიდან გამოვიდა, რის შედეგადაც 10 ადამიანი დაშავდა.

იტვირთბა....