ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

ტურისტი: “აშკარა იყო საბაგიროს გაუმართავობა”

გუდაურში მომხდარი შემთხვევის შესახებ თვითმხილველები “რუსთავი 2”-თან საუბრობენ.

„საბაგიროს გაუმართავობა აშკარა იყო. როგორც ჩანს მუხრუჭები გაუფუჭდა და საბაგირომ ვეღარ გაუძლო იმ ხალხის სიმძიმეს ,რომელიც ზემოთ ადიოდა, ამის შემდეგ სავარძლები დაიმტვრა და ერთმანეთში აიხლართა, ამის გამო საბაგირო თანდათან გაჩერდა. რთული იყო რეაგირება“-ამბობს ერთ-ერთი ტურისტი.

მეორე ტურისტი კი აცხადებს, რომ ხალხი პანიკამ მოიცვა.

„როგორც ჩანს სამუხრუჭე სისტემა დაზიანდა, უკან რომ დავეშვით ხალხი გადმოხტა, რეალურად საშიში სიტუაცია იყო და ხალხი პანიკამ მოიცვა. მეც ზემოთ ვიყავი და გადმოხტომა მომიწია“-ამბობს კიდევ ერთი ტურისტი.

შეგახსენებთ, რომ გუდაურში საბაგიროს წყობიდან გამოსვლის შედეგად 10-ზე მეტი ადამიანი დაშავდა.

წინასწარი ინფორმაციით, საბაგიროზე დენი გაითიშა. მაშველებს ტურისტები ავარიული დაშვებით ჩამოყავთ.

იტვირთბა....