ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ე.წ. სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის გადაწყვეტილებით, რუსეთის საპრეზიდენტო არჩევნების გამო, საქართველოსთან ე.წ. საზღვარი დაიკეტება. ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
“სოციალურ-პოლიტიკური მოვლენების დროს სამხრეთ ოსეთში უსაფრთხოების ზომების დაცვა მნიშვნლოვანია. ამიტომ, 17 მარტის 21:00 საათიდან საქართველოსთან საზღვარი დაიკეტება” – ინფორმაციას სახელმწიფო უშიშროების კომიტეტის პრესსამსახური ავრცელებს.
ე.წ. საზღვარზე გადაადგილება 19 მარტის 06:00 საათიდან იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები 18 მარტს გაიმართება.