ქუთაისში ნიკეას ქუჩაზე ქვეითად მოსიარულე ქალსა და მცირეწლოვანს დაეჯახა. დაშავებულები საავადმყოფოში არიან გადაყვანილები.
როგორც “მეტრონომს” შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას ითვალისწინებს.