ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“umbrella-ს” წევრი სამართალდამცავებს ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფაში ადანაშაულებს

პროგრამისტების გაერთიანება “umbrella-ს” წევრი, ლუკა ფეიქრიშვილი კაფე “გალერის” დაცვის სამსახურის თანამშრომელსა და ვერის პოლიციის განყოფილების სამართალდამცველებს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებაში ადანაშაულებს.

ფეიქრიშვილი განმარტებით, ის კაფე “გალერიში” გუშინ ღამის პირველ საათზე შევიდა. რამდენიმე წუთში მასთან უცნობი პირი მივიდა, როგორც შემდეგ აღმოჩნდა ეს პირი დაცის თანამშრომელი იყო, რომელმაც მას კაფის დატოვება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ კი ფიზიკურად გაუსწორდა და იარაღით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა. მას შემდეგ, რაც ფეიქრიშვილმა კაფის ტერიტორია დატოვა შელაპარაკება გარეთ გაგრძელდა. როგორც ფეიქრიშვილი ამბობს, სამართალდამცველებს დახმარების თხოვნით უკვე მიმართა.
ლუკა ფეიქრიშვილი მოგვიანებით ვერის პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს. ამ წუთებში პოლიციაში გამოკითხვაზე ლუკა ფეიქრიშვილის მშობლები არიან.

“მათ ფაქტის აღწერა უნდოდათ ჩემგან, რაზეც განვაცხადე უარი. მიზეზი იყო ის რომ და ამ წუთასაც უარი ვთქვი, არ მივეცი ჩვენება, სანამ ცეცხლსასროლო იარაღი არიქნება ამოღებული და საქმეში არ ჩაიდება, იქამდე არანაირ ჩვენებას არ მივცემ. მაიძულებდნენ მიმეცა ჩვენება და ხელი მომეწერა რაღაც ფურცელზე, რომელიც ჩემი დაწერილი არ იყო. ტექსტია გარკვეული, რომელც არ წამიკითხავს, შესაბამისად მე იქ ხელი არ მომიწერია” – განაცხადა ფეიქრიშვილმა.

მისი განცხადებით, ფაქტის შესახებ გენერალურ ინსპექციასაც შეატყობინა, რის შემდეგაც უწყებამ საქმეზე მოკვლევა დაიწყო.

იტვირთბა....