ახალი ამბები მთავარი საზოგადოება სამართალი

შსს-მ ფულის გამოძალვის ფაქტზე კრიმინალური ავტორიტეტი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით, თბილისში ორი პირი დააკავა.

„დაკავებული არიან 1983 წელს დაბადებული რ.გ, წარსულში ნასამართლევი პირი და 1980 წელს დაბადებული გ.გ, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი, ამჟამად პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფი, ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტი. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოქალაქისთვის დიდი ოდენობით თანხის გამოძალვას ცდილობდნენ. ასევე დადგინდა, რომ დაკავებულებს კავშირი ჰქონდათ ე.წ. „კანონიერი ქურდებთან“ და მათი დავალებით მოქმედებდნენ. გამოძიება დიდი ოდენობით ქონების მიღების მიზნით, ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ფაქტზე მიმდინარეობს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

იტვირთბა....